საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების დევიზი შეცვალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების დევიზი შეცვალა

  • საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების დევიზი შეცვალა.

1894 წლიდან ოლიმპიური თამაშების დევიზი იყო „CITIUS, ALTIUS,FORTIUS“ (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის დევიზს სიტყვა Communiter (ერთად) დაემატება და ამიერიდან ოლიმპიადის დევიზი იქნება „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ, ერთად“.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აღნიშნეს, რომ ახალი დევიზი იმ ხალხის მნიშვნელობას ასახავს, რომლებიც სპორტსმენების გარშემო არიან როგორც სპორტულ შეჯიბრებზე, ასევე ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

სიახლეები სპორტი