რუხის საავადმყოფოში მძიმეა 20 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა

რუხის საავადმყოფოში მძიმეა 20 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდ-ლინიკებში 195 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის მძიმეა 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამდენივესი არის საშუალო სიმძიმის. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 32 პირი.

პაციენტების გადანაწილება კლინიკებში ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება – 126 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 20;

ფოთის კლინიკაში – 18;

სენაკის კლინიკა “სენამედში” – 12;

აბაშის “ევექსის” კლინიკაში – 15;

სენაკის “ლაზიკა მედიში” 24 პაციენტია, მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 20.

კოვიდ19 სამეგრელო სიახლეები