კანის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული „ტიტანი“ გახდა

კანის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული „ტიტანი“ გახდა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანგულმა ფილმმა „ტიტანი“ გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟიურის თავმჯდომარემ, რეჟისორმა სპაიკ ლიმ ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობა შემთხვევით ცერემონიის დასაწყისშივე გააჟღერა. „ტიტანის“ რეჟისორი ჟულია დიუკოროა, თვითონ ფილმი კი ქალისა და მანქანის რომანის შესახებ მოგვითხრობს.

კანის 74-ე საერთაშორისო ფესტივალი პირველი ასეთი ღონისძიებაა პანდემიის პირობებში, რომელიც სრულ ფორმატში ჩატარდა.

აზრთა სივრცე+ კულტურა მსოფლიო სიახლეები