07/06/2021

„ბორჯღალოსნები“ ნიდერლანდების ნაკრებს თელავში დაუპირისპირდებიან

  • 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ნიდერლანდებს დახვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.

ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება.​

ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელს ჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვა და მასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს.

რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს „ეროვნულზე“ უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამშივეწვიეთდა32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდო სხვაობით გამარჯვება.

ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას შეხვდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *