06/06/2021

იაპონია მთვარეზე მკვლევარ რობოტს გაგზავნის

  • იაპონიის აეროკოსმიური კვლევების სააგენტო 2022 წელს მთვარეზე სპეციალური სისტემით აღჭურვილი მკვლევარი რობოტის გაგზავნას გეგმავს.

რობოტს ადგილის დათვალიერებისა და შესწავლის ფუნქცია ექნება. ამ მისიის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მთვარეზე სპეციალურ მისიას, რომელსაც იაპონია 2029 წლისთვის გეგმავს.

რობოტი საკმაოდ კომპლექსურია და 250 გრამს იწონის. რობოტის მთვარეზე გადასმას კერძო კომპანია Ispace უზრუნველყოფს. რობოტს ზონდის ფორმა ექნება, მთვარეზე კატაპულტირების შემდეგ კი გაიშლება, გამოჩნდება ბორბლები და ნავიგაციის სისტემა.

რობოტის შექმნაზე Sony-ის ინჟინრები მუშაობდნენ. რობოტის დიზაინის ავტორი კი სათამაშო Tomy-ის მწარმოებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *