01/06/2021

“ქართული კალიგრაფია-2021″–დაჯილდოვება

  • 30 მაისს, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა კონკურსის „ქართული კალიგრაფია-2021“ გამარჯვებულების დაჯილდოება.

კონკურსი 2012 წლიდან ტარდება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით.

პროექტის ორგანიზატორები და განმახორციელებლები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი.

პანდემიის გამო, წელს, კონკურსი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. ელექტრონული რეგისტრაციითა და ერთი ტურით. სულ შემოვიდა 200-მდე განაცხადი.

რეგულაციებიდან გამომდინარე კონკურსი რამდენიმე დღის განმავლობაში და ორ ლოკაციაზე გაიმართა-ბიბლიოთეკის და ახალგაზრდული ცენტრის დარბაზებში.

კონკურსის თემატიკა „რეფერნდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს.

კონკურსის ჟიურიმ ოთხ ასაკობრივ ჯგუფში გამოავლინა გამარჯვებულები. წელს ჟიური შემადგენლობაში იყვნენ: მალხაზ  ჭანტურია – ზუგდიდის  ვლაქერნის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი;  ცირა გულუა – ფილოლოგი; ნანი მოსიძე – ჟურნალისტი; გულიკო ჩიქობავა – ხელოვნებათმცოდნე; ნიკოლოზ ლატარია – საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ააიპ “ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის” დირექტორის მოადგილე.

მეუფე გერასიმემ გამარჯვებულები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

უფროსები (18-ს ზემოთ)

  1. მარიამ ცანავა -სტუდენტი
  2. ლანა პაჭკორია- ურთის საჯარო სკოლა, პედაგოგი
  3. მთვარისა ფიფია  –  ეწერის საჯარო სკოლა, პედაგოგი

უფროსი  ასაკობრივი ჯგუფი (IX-XII კლასები)

  1. მარიამ კვიციანი
  2. ანი ღვინჯილია
  3. მარიამ თირქია

საშუალო აასაკობრივი ჯგუფი (VI-VIII კლასები)

  1. ქეთევან ქარჩავა ინგირის საჯარო სკოლა, მე-8 კლასი
  2. დიტო აბრალავა – ეწერის საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
  3. ნინო კუტალია  – ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა, მე-6 კლასი.

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (III-V კლასები)

  1. საბა შენგელია-წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია, მე-4 კლასი
  2. მარიამ ფიფია-წმ. გიორგის სახელობის  სასულიერო გიმნაზია, მე-4 კლასი
  3. ბარბარე გოგილავა – ჭითაწყარის საჯარო სკოლა, მე-5 კლასი

კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ  ასევე ფინალისტები:

ნიკოლოზ არველაძე  –  ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, მე-4 კლასი

საბაჩიქობავა– ჯგალისსაჯაროსკოლამე-5 კლასი

ლუკაბობოხია   – ჯგალისსაჯაროსკოლა,  მე-4 კლასი

ანასტასია ნაჭყებია – ერგეტის საჯარო სკოლა, მე-4 კლასი

ბარბარე  საჯაია – ჭითაწყარის საჯარო სკოლა, მე-5 კლასი

ლიზი  ჭანტურია-ეწერის საჯარო სკოლა, მე-5 კლასი

ზურაბ ნადარაია – ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა, მე-6 კლასი

ქეთევან კუტალია – ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა, მე-9 კლასი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *