30/05/2021

ედ შირანი: ჩემს ნამღერზე, ჩემი შვილი ტირილს იწყებს

  • ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი ედ შირანი აღიარებს, რომ 8 თვის ქალიშვილი სულაც არაა მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი, – წერს BBC.

როგორც ხელოვანი ამბობს, როცა პატარა ლაირას მამა თავის ახალ სიმღერებს უმღერის, ის, უბრალოდ, ტირილს იწყებს.

„მას ნამდვილად მოსწონს სიმღერა Shape Of You, რადგან იქ მარიმბას (დასარყამი საკრავი) ხმა კარგად ჟღერს, თუმცა არ მოსწონს არაფერი, რაც ხმამაღალია“, – ამბობს მომღერალი.

ედ შირანი მამა 2020 წლის შემოდგომაზე გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *