14/05/2021

წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს ამ სასწავლო წელს არ მიიღებენ

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები პორტატულ კომპიუტერებს ამ სასწავლო წლის განმავლობაში აღარ მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულის მიზეზი წელსაც პანდემიაა.

„პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალურ კომპიუტერებს 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ“- აღნიშნავენ სამინისტროში.

თუმცა აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მოსწავლეები, რომლებსაც შარშან არ გადაეცათ კომპიუტერი, ამ სასწავლო წელს აუცილებლად მიიღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს კომპიუტერები არც გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადაუცია. აღნიშნულის მიზეზად კი გასულ წელს უწყებამ პანდემია დაასახელა.

ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *