14/05/2021

კიბერ ბულინგი და პანდემიური პრობლემები – ნინის ბლოგი

  • დღეს მსურს შევეხო საკმაოდ პრობლემატურ საკითხს, რასაც განსაკუთრებული აქტუალობა პანდემიურმა პროცესებმა მიანიჭა, თუმცა ჩვენდასამწუხაროდ არც ადრე სარგებლობდა ნაკლები პოპულარობით. დღეს ვისაუბრებთ კიბერბულინგზე, იგი ბულინგისა და შევიწროების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს, ეს არის ძალადობის სახე, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით ხორციელდება. ეს არის განმეორებითი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს სამიზნის დაშინებას, გაღიზიანებას ან შერცხვენას. ეს შესაძლებელია იყოს:
  1. მცდარი ინფორმაციისა და შემარცხვენელი ფოტოს/ვიდეოს განთავსება სოციალურ ქსელში.

2. შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით მავნე შეტყობინებების ან მუქარის გაგზავნა.

3. ყალბი ექაუნთების შექმნა, სხვისი სახელით მანიპულირება.

4. მოტყუება– დამნაშავეს შეუძლია მოიპოვოს თქვენი ნდობა და შემდგომ გაავრცელოს პირადი ან სენსიტიური ინფორმაცია თქვენს შესახებ.

5. Catfishing -ქეთფიშინგი, გულისხმობს პიროვნების იდენტობის მიტაცებას, დამნაშავე გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე ახდენს შეფარვით აქტივობას, ირჩევს რომელიმე ადამიანის პროფილს, იკვლევს მას და ქმნის ყალბს,თუმცა საკმაოდ დამაჯერებელ იდენტობას, რომელიც შეიძლება ადამიანის რეპუტაციისთვის შემლახავი იყოს.

6. Fake accounts-ყალბი ექაუნთები, ადამიანები ხშირად ეფარებიან ყალბ ექაუნთებს, ასე უფრო გაბედულად ახერხებენ ადამიანზე ძალადობას და მის ფსიქოლოგიურ წნეხში მოქცევას.

7. შევიწროვება– შემავიწროებელი ტექსტური შეტყობინებები, რომელიც ძალადობისა და მუქარის შემცველია. ჩნდება კითხვა, როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევისგან?

რჩევები:

1. დაიცავით პირადი ინფორმაცია

2. არ გახსნათ საეჭვო ელ.ფოსტა

3. ხშირად შეცვალეთ პაროლი

4. დაიცავით თქვენი კომპიუტერი ანტივირუსული პროგრამით

5. საფრთხის შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ხართ, დაუკავშირდით თქვენს მშობელს, არ შეგეშინდეთ, ყველაფერს ერთად მოაგვარებთ!

6. დარეკეთ ცხელ ხაზზე 112, დარეკეთ 2 41 12 96, ან მისწერეთ კიბერ უსაფრთხოების ორგანოს ელექტრონული ფოსტით: cybercrime@mia.gov.ge

თქვენი აზრით, რა იქნება საუკეთესო საშუალება ინტერნეტ – ბულინგის თავიდან ასაცილებლად და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *