23/04/2021

საქართველოში 13 მაისს ყველა სკოლა იხსნება

  • უკვე სამთავრობო დონეზე, ბრძანებით განისაზღვრა, რომ 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საყოველთაო დასვენებაა და ეს რა თქმა უნდა, სკოლებსაც ეხება. ამ გადაწყვეტილებამ, ბუნებრივია, ყველას შარშანდელი გაზაფხული გაგვახსენა – საყოველთაო ჩაკეტილობა არდადეგებით დაიწყო, შემდეგ არდადეგები გახანგრძლივდა და ბოლოს, სასწავლო წელი ისე დაიხურა, ბავშვებს სკოლის კარი აღარ შეუღიათ.

ჰოდა ალბათ გასაკვირი არი არის, ახლაც, მთავრობის მიერ დაანონსებულმა საყოველთაო არდადეგების ქრონიკამ გონივრული ეჭვი რომ გააჩინა, საერთოდ დაუბრუნდებიან თუ არა ბავშვები სკოლებში?

“ამ კითხვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ სწავლა საყოველთაო დასვენების შემდეგ, საკლასო ოთახებში გაგრძელდება  -გამონაკილისი იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ისედაც გვაქვს, – ასეთია ოფიციალური პასუხი, თუმცა აქ ერთი, ფრიად საინტერესო ფაქტი იკვეთება. 30 აპრილიდან 11 მაისამდე ყველანაირი საკარანტინე პერიოდი გაივლის და აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, 13 მაისს საქართველოში უკლებლივ ყველა სკოლა უნდა გაიხსნას. ” – ეტალონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *