22/04/2021

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

  • ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინა, რომ 20 წლის ქართველ ნახევარმცველს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ექიმებმა მკურნალობის კურსი უკვე დაუნიშნეს.

კვარაცხელია კვირას, „ურალთან“ შეხვედრის დროს დაშავდა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

„რუბინის“ რიგებში რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 23 შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერის ანგარიშზე 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული თერთმეტმეტრიანია. პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი.

მეოთხე ადგილზე მყოფი ყაზანის გუნდი საკუთარ მოედანზე „კრასნოდარს“, მოსკოვის „დინამოსა“ და ვოლგოგრადის „როტორს“, სტუმრად კი ტულის „არსენალს“ შეხვდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *