20/04/2021

როგორ ავიმაღლოთ სწავლის მოტივაცია – ნინის ბლოგი

მოგესალმებით მეგობრებო, მე ნინი შამუგია ვარ. დღეს მინდა ვისაუბრო ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის განხილვა ვფიქრობ ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

ონლაინ სწავლებამ მისი დადებითი მხარეების მიუხედავად ახალგაზრდებში გამოიწვია მოტივაციის მკვეთრი დახშობა, ცხოვრების რეგულარული და სტანდარტული რიტმის დაკარგვამ ერთგვარი გავლენა მოახდინა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ეს არის ამ პრობლემის გამოწვევის უმთავრესი მიზეზი, თუმცა რა საკვირველია, არა ერთადერთი.

მოტივაციის დაკარგვა შესაძლოა გამოიწვიოს:

1)ერთმა და იმავე რუტინამ,რომელიც მომაბეზრებელი ხდება თქვენთვის.

ასეთ დროს შეიტანეთ სიახლე ან ცვლილება თქვენს ცხოვრებაში,აკეთეთ ის რაც გსიამოვნებთ,შეხედეთ საქმეს,რომელიც უნდა შეასრულოთ მაქსიმალურად პოზიტიურად,აღავსეთ საკუთარი თავი დამმუხტავი ენერგიით.

2)როცა არ ხარ საკუთარი თავით ან შესრულებული საქმით კმაყოფილი.

მსგავს შემთხვევაში ნუ იფიქრებთ ძალიან ბევრს უმნიშვნელო დეტალებზე,გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მთავარ საქმეზე და მაქსიმალურად კონცენტრირდით მასზე,შრომის პროცესი რთული და დამღლელია,თუმცა გაითვალისწინეთ რომ მისი შედეგი ბევრად უფრო სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი!

„შეფერხებები მხოლოდ დროებითია, სანამ არ დათმობთ. “- უცნობი

3)საკუთარი თავის სხვებთან შედარებამ.

არასდროს მისცეთ საკუთარ თავს უფლება,რომ თქვენი თავდაჯერებულობა უკუსვლას განიცდიდეს უსასრგებლო ფიქრების გამო,თქვენ ხართ ერთადერთი,ვისაც შეუძლია საკუთარი თავი უკეთესობის გზაზე დააყენოს!

4) საქმის მესამე პირისგან დაუფასებლობამ.

გაითვალისწინეთ,რომ ყველა ხედავს და აანალიზებს  თქვენი შრომის ასს,თუმცა ზოგჯერ ადამიანები თავს არიდებენ ამის ხაზგასმას,მაგრამ ეს არ უნდა გახდეს თქვენი მოტივაციის ჩახშობის მიზეზი,შრომა არასდროს დაგეკარგებათ!

5)მიზნის არარსებობამ.

ეს ერთგვარი ჯაჭვია ამ ორ ასპექტს-მოტივაციისა და მიზნის არ არსებობას შორის. ასეთ დროს ეცადეთ რომ უკეთ გაერკვეთ საკუთარ შესაძლებლობებსა და პიროვნებაში,რა მოგწონთ,რა გსიამოვნებთ,რა გამოგდით ყველაზე კარგად,შემდეგ კი შეუდექით იმ საქმის კეთებას,რომელიც თქვენთვის პროდუქტიული იქნება,გახსოვდეთ,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

6)არარეალური მიზნების დასახვამ.

გახსოვდეთ,შეუძლებელი არაფერია ,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ საქმეზე გექნებათ ხელმისაწვდომობა,შეეცადეთ არ შეეჭიდოთ ისეთ საქმეს,რომელის წარუმატებელ მომავალს თავადაც აანალიზებთ,განავითარეთ საკუთარი თავი იმდენად,რომ ამ საქმის გაკეთება თქვენთვის სრულიად შესაძლებელი გახდეს.

იმედი მაქვს სასარგებლო და გამოსადეგი რჩევები იქნება თქვენთვის,წარმატებები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *