25/01/2021

ეკო-კლუბის სპიკერი – მეგი ჭეჟია

  • რუხის საჯარო სკოლა უკვე წლებია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პროექტში იღებს მონაწილეობას, მაგრამ წლევანდელი 2021 წლის შემართება და ემოციები განსაკუთრებულია.


ეკო-კლუბი Eco-warriors, ახორციელებს ღონისძიებებს და აქტივობებს, რითაც სურთ საკუთარი სკოლა წარმოაჩინონ და გახდნენ ცნობილი ეკო-კლუბელები.


Eco-warriors ეკოსპიკერი მე-11 კლასის მოსწავლე მეგი ჭეჟიაა, რომელიც ეკო-კლუბში მეორე წელია ირიცხება. მისთვის ეს ახალი გამოწვევა იყო, მაგრამ თვლის რომ თავს წარმატებით გაართმევს.
ეკო-კლუბმა მრავალი აქტივობა განახორციელა, მაგრამ მათთვის მთავარი: გასუფთავებისა და გამწვანების აქცია იყო. ეკო-კლუბმა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა კონლურსი “ჩემი თვალით დანახული ეკოლოგიური პრობლემები “, სადაც მონაწილეები ნომინაციების მიხედვით დააჯილდოვეს.
ისინი თვლიან, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა, მათ საქმიანობას, მაგრამ პანდემიის მოუხედავად აქტიურად ახერხებენ გამოეხმაურონ მიმდინარე მოვლენებს.


“პანდემიის პირობებში, შევძელით და ჩავატარეთ მრავალი ტრენინგი ეკოლოგიაზე, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი 1 თებერვალია დრო, რომლითაც შევძლებთ სკოლაში დაბრუმებას და აქტივობების ჩატარებას. ვაპირებთ ჩავატაროთ სემინარი მრავალი დაავადებების საერთაშორისო დღეებზე, უკვე დავიწყეთ სამზადისი კიბოს საერთაშორი დღისთვის და ჩვენ შევუერთდებით აქციას.” – გვეუბნება მეგი ჭეჟია.


Eco-warriors-ში თვლიან, რომ თუ მოიპოვეს სახელმწიფო სექტორებიდან დაფინანსება შეძლებენ გააშენონ ყვავილების სათბური და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ კეცხოველის პროეტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *