14/12/2020

“გამოცდილებას მეტი ცოდნა, მოაქვს და ნაკლებ შეცდომებს უშვებ” – გოდერძი შარაშია

ზუგდიდელი გოდერძი შარაშია ტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტი გახლავთ, პროფესიით არქივების და მუზეუმების სპეციალისტი.

სანამ ჟურნალისტის ამპულაში წარმოგვიდგებოდით გინდოდათ მსახიობობა…

-მსახიობობა კი, მაგრამ რატომღაც ბოლო წუთს შევცვალე გადაწყვეტილება და ხელოვნებათმცოდნეობა ვარჩიე დასაბოლოოდ არქივების და მუზეუმებისსპეციალისტი გამოვედი. თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია.

რომ არა სწორედ ჟურნალისტიკა ვინ იქნებოდით ახლა?

– მაშინ ან არქეოლოგი ან ექიმი, მაღაზიის გამყიდველი.

გიმუშავიათ თქვენს თავზე რათა გამხდარიყავით ისეთი ჟურნალისტი როგორიც ახლა ხართ?

– კი, მე სულ ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე, ახლაც კი ამ ასაკში, სულ ვკითხულობ, სულ ვუყურებ და ვუსმენ, კითხვა აუცილებელია ყოველთვის

რატომ ჟურნალისტიკა?

-ბევრ სფეროს მოიცავს, ბევრი ფიქრი გიწევს და მე ფიქრი სულ მიყვარდა.

თუ გახსოვთ თქვენი პირველი რეპორტაჟი?

-კი, ედუარდ შევარდნაძემ უცხოელი სტუმრები გააცილა და აეროპორტის დასახლებაში შუქი მოვიდა,

საინტერესო გამოვიდოდა?

-კი, მაგრამ წლების მერე რომ ვნახე სიუჟეტი, გამეცინა, პირველ რეპორტაჟში ალბათ გაცილებით სხვანაირი იყავით ვიდრე ახლა, მეტი გამოცდილება ცვლის ადამიანს

– რათქმაუნდა გამოცდილებას მეტი ცოდნა, დაკვირვება მოაქვს და ნაკლებ შეცდომებს უშვებ.

თქვენს პროფესიაში რას აფასებთ?

– ყველაზე მთავარს, რომ ვიზრუნო ხალხის სწორად ინფორმირებაზე.

როგორ ფიქრობთ, ხართ კარგი მამა და მეუღლე?

– შეძლებისდაგვარად. ვცდილობ ყოველშემთხვევაში.

რა განასხვავებს თქვენს და ახლანდელ თაობას ერთმანეთისაგან?

– ბევრი რამ, ახლა განვითარების მეტი შანსი და შესაძლებლობაა, თუმცა ხშირად ზედაპირული, ადრე ნაკლები საშუალებები იყო, მაგრამ სიღრმისეული, ადრე უხერხიულიც კი იყო ადამიანი ზოგადი განათლების გარეშე, ახლა ხშირად არც ადარდებთ აქვთ განათლება, თუ არა, სამწუხაროდ.

რას უსურვებთ მომავალ ჟურნალისტებს?

– ბევრ სწავლას თეორიასა და პრაქტიკაში, კარგ განათლებას, ბევრი კითხვა აუცილებელია, განათლების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, წარმატებები მომავალ კოლეგებს. წარმატებები თქვენ და მრავალ ახალ წელს დაესწარით.

ავტორი: ნინი კაკულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *