29/10/2020

დინამო „ზუგდიდმა“ სტუმრად დუშეთის „არაგვს“ მოუგო

დინამო “ზუგდიდმა” გასვლითი შეხვედრა გამართა დუშეთის “არაგვთან”, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდებს შორის ბოლო ადგილზეა. მათ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი გოლი მე-15 წუთზე გურამ მინდორაშვილმა გაიტანა. ორამდე ანგარიში ამირან აბუსელიძემ 85-ე წუთზე გაზარდა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს მატჩის დასასრულს.

მომდევნო, 15-ე ტურის შეხვედრა 5 ნოემბერს გაიმართება. “დინამო” ზუგდიდი საკუთარ მოედანზე თბილისის “შევარდენი 1906-ს” უმასპინძლებს.

ზუგდიდელებს 18 ქულა აქვთ და ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *