08/04/2021

„სკოლებისა და ბაღების დაკეტვის შესაძლებლობას არსებული მონაცემები არ გვაძლევს“ – განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა

  • საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის მოლოდინშია – ყოველ შემთვევაში, მსგავსი გაფრთხილებები ყოველდღიურად გვესმის და ბუნებრივია, ასევე ყოველდღიურად ჩნდება კითხვა, კვლავ დადგება თუ არა სკოლებისა თუ ბაღების დახურვის საკითხი.

განიხილება თუ არა ბაღებისა და დაწყებითი კლასების კვლავ დახურვა? – კითხვას პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა:

„მესამე ტალღის მოლოდინი და პროგნოზირება იოლია ჩვენთვის, რადგან გვაქვს მაგალითი, როგორ შეიცვალა საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2020 წლიდან. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მესამე ტალღის წინა პერიოდი. თუ რაოდენობა იქნება მზარდი, გარკვეულწილად, შეიძლება მესამე ტალღის პროგნოზირება.

ბავშვებში კოვიდინფიცირების სტატისტიკა სინქრონულია მოზრდილთა სტატისტიკის და ეს გახლავთ 10%, თუმცა ამას ჯერჯერობით არ გამოუწვევია სტაციონარებში მიმართვიანობის ზრდა ან მძიმე შემთხვევების მატება.

რაც შეეხება ბაღებისა და სკოლების ჩაკეტვას, ამაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი გვექნება 2-3-ჯერ, მეტი ვიდრე დღეს. არსებული მონაცემები კი არ გვაძლევს შესაძლებლობას, დავკეტოთ სკოლები და ბაღები“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *