08/04/2021

დაიხურება თუ არა სკოლები 15 აპრილიდან – გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ეხმაურება

  • „15 აპრილიდან სკოლები იხურება, პანდემიის გამო, ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ“, – ბოლო დღეებში ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური სტრუქტურები საკითხზე დუმილს ამჯობინებენ.

სამაგიეროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებიდან უკვე გვესმის, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა და აქედან გამომდინარე, ეჭვი სკოლების დახურვის შესახებ, ლოგიკასმოკლებული სულაც არ გახლავთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ სკოლების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შესახებაც მაშინვე ხდება ცნობილი. ამჟამად კი, სკოლების დახურვის გადაწყვეტილება არავის მიუღია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *