07/04/2021

სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება – თამარ გაბუნია

  • სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ყველაზე ნაკლებად სასურველ გადაწყვეტილებად მიიჩნევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ჰიბრიდული მოდელი სკოლებს საშუალებას აძლევს მეტი მოქნილობა გამოავლინონ და თავად დაარეგულირონ სასწავლო პროცესი.

„სკოლებში დღესაც ჰიბრიდული მოდელია. რიგ შემთხვევაში, როცა სკოლაში კორონავირუსი ფიქსირდება ისინი გადადიან დისტანციურ მოდელზე. ჰიბრიდული მოდელი მათ საშუალებას აძლევს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და თან გააგრძელონ სასწავლო პროცესი.

სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება. უმჯობესია, სადაც შესაძლებელია იქ ბავშვებმა საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა, თუმცა თუკი ეპიდემიოლოგიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს მეტად აქტიურად მოგვიწევს ისევ დისტანციური რეჟიმის გამოყენება. ჯერჯერობით სკოლები თავად ახერხებენ ამას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *