05/04/2021

როდის დაიწყება მასწავლებლების აცრა? – ამირან გამყრელიძის პასუხი

  • სკოლებისა და ბაღების თანამშრომელთა კორონავირუსზე აცრა, მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ვაქცინების მარაგი გაიზარდება – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, ეს გახლავთ ე.წ ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფართოების შემდგომ და ვფიქრობთ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ჩვენ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *