05/04/2021

ორსანტიის საჯარო სკოლაში ერთ მოსწავლეს კოვიდ19 დაუდასტურდა

  • ორსანტიაში სკოლის მოსწავლეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო დაწესებულებაში ამ დრომდე ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ.

დირექტორის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად ერთის გარდა ყველა პასუხი უარყოფითია, ამიტომაც სკოლა რეგულაციების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებს.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გატესტილია სოფელში მცხოვრები 400-მდე ადამიანი, მათგან 21 ინფიცირებულია. მკაცრ იზოლაციაში რჩება 18 ოჯახი.

ადგილზე საპოლიციო ძალები მოსახლეობის გადაადგილებას აკონტროლებენ, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და მასობრივი ტესტირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *