05/04/2021

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის აპელაციის შედეგები და მესამე ტურის განრიგი ცნობილია

  • გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის აპელაციის შედეგებსა და მესამე ტურის განრიგს აქვეყნებს.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ოლიმპიადის მესამე ტური, მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყება და 12 აპრილს ბიოლოგიის ტესტირებით დასრულდება.

დეტალური განრიგი:

9 აპრილი:

I სესია – მათემატიკა;

I სესია-ფრანგული ენა;

II სესია – ინგლისური ენა;

10 აპრილი:

I სესია – ფიზიკა;

I სესია – ქიმია;

I სესია – ისტორია;

II სესია – რუსული ენა;

11 აპრილი:

I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა;

I სესია – ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;

II სესია – გერმანული ენა;

II სესია – გეოგრაფია;

12 აპრილი:

I სესია – ბიოლოგია.

I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში, მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით. სავალდებულოა, რომ ოლიმპიადის მონაწილეს მუდმივად ეკეთოს პირბადე.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის. მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *