05/04/2021

დაისვენებენ სკოლები 7 აპრილს?

  • 7 აპრილს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ხარება ერთ-ერთია 12  უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის. 

როგორც ყველა დღესასწაულის წინ, სასკოლო საზოგადოებისგან ვიღებთ შეკითხვას: დაისვენებენ თუ არა სკოლები? – იქიდან გამომდინარე, რომ 7 აპრილი ოფიციალურ უქმე დღედ არ არის გამოცხადებული, საგანმანათლებლო დაწესებულებები არ ისვენებენ და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

ცნობისთვის, ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *