04/04/2021

სამინისტრო: სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება

  • ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასია. ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იყო. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს.

მცირედ არის გაზრდილი რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით, თავად მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.

სამინისტრო განმარტავს, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *