04/04/2021

სამეგრელოში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა

  • ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – ხიბის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი. ის მკურნალობას რუხის კოვიდ-კლინიკაში გადიოდა.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში დღეისთვის 174 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან მძიმეა 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუხის კლინიკაში 61 კოვიდ პაციენტი რჩება. მათ შორის მძიმეა 3-ის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 4 პაციენტი მკურნალობს.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი.

სენაკის ლაზიკა მედში 42.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *