04/04/2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში ტესტირებისას კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, აბსანძეების უბანში, მეორე დღეა მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დილიდან ადგილზე ზუგდიდის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის 3 ბრიგადაა მობილიზებული და ეპიდემიოლოგები სოფელში თერმოსკრინინგს ატარებენ.

200-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება. შედეგად, დღის განმავლობაში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

ხვალიდან, ორსანტიაში სწრაფი ტესტირება საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღშია დაგეგმილი.

31 მარტიდან დღემდე, სოფელ ორსანტიაში კოვიდდადებითი 21 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ, ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *