03/04/2021

LG სმარტფონებს აღარ გამოუშვებს

  • LG სმარტფონების გამოშვებასა და უკვე არსებული მოდელების განახლებას წყვეტს. ამის შესახებ PhoneArena ინსაიდერ Tron-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბლოგერი აცხადებს, სამხრეთკორეული კორპორაციის ტოპ-მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ სმარტფონების გამოშვების ქვედანაყოფის მუშაობა შეაჩერონ. Tron-ის ინფორმაციით, LG ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს გამოაქვეყნებს.

სმარტფონების გამოშვებაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანიაში ადგილს შეინარჩუნებენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *