03/04/2021

გურამ დოჩანაშვილმა ეპოქა შექმნა – მიხეილ ჩხენკელი

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კლასიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

„სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა და თავისუფლებისკენ სწრაფვა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების ამოსავალი წერტილი იყო. მან მთელი ეპოქა შექმნა, რომლსაც მსოფლიო მოჰყავს განცვიფრებაში. გურამ დოჩანაშვილის სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა შემოქმედი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოკრძალებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“ – აღნიშნავს მინისტრი.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *