02/04/2021

ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • თბილისის შემდეგ, კოვიდ19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში  გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლესაც. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, მოზარდს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.


„ჯერ არა აქვს სკოლას მიღებული გადაწყვეტილება კლასი გადავა თუ არა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ის უფროსკლასელია და პირბადეს ატარებდა, ჩვენი რეკომენდაციით, არ არის აუცილებელი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ბოლო ორ კვირაში, მოსწავლეებს შორის ვირუსის დადასტურების ეს პირველი შემთხვევა. რაც შეეხება მასწავლებლებს, გასულ კვირაში ერთი შემთხვევა გვქონდა მეორე საჯარო სკოლაში“, – აღნიშნა ბულიამ

ინფორმაციისთვის, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში 78 დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *