02/04/2021

ადამიანის უფლებების განვითარების გზა – ნინის ბლოგი

საკმაოდ საინტერესოა უფლებათა წარმოშობისა და განვითარების ისტორია. პიროვნების უფლებებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნიდან უკვე საზოგადოებაში ოფიციალურად მკვიდრდება ადამიანის უფლებათა ხელშეუვალობის და საყოველთაოობის პრაქტიკა და ხედვა, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებობდა საზოგადოებების მიერ შექმნილი მართლმსაჯულებათა სისტემები, რომლებიც განაპირობებდნენ სამართლიანობას და ჰუმანურობას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ” დიდი ქარტია” (1215წ), “ინგლისის უფლებათა ბილი (1689წ), აშშ-ს „უფლებათა ბილი“ (1791წ) და ა.შ. აგრეთვე შეუძლებელია არ განვიხილო თავისუფლების იდეის მატარებელი, ამერიკის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი, რომელიც 1862 წლის 30 დეკემბერს ხელს აწერს “მონების გათავისუფლების პროკლამაციას” და 1863 წლის პირველი იანვრიდან კანონი ძალაში შედის. იგი ამბობს: “ცხვარს და მგელს განსხვავებულად ესმით სიტყვა “თავისუფლება”, სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.”სწორედ სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა მარტინ ლუთერ კინგი არაძალისმიერი მეთოდებით, მის დამოკიდებულებას გამოხატავას მისი ცნობილი სიტყვები: „მე მაქვს ოცნება“,მას სწამდა,რომ ამერიკელები ბოლომდე გაიზიარებდნენ თავისი მრწამსის რეალურ მნიშვნელობას,რომ „ყველა ადამიანი თანასწორია“ . ყურადღებას იქცევს აგრეთვე XIX საუკუნის ჟენევაში მიმდინარე მოვლენები, კონვენცია, რომლის უმთავრეს მიზანს ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დაცვას წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომმა და კოლონიათა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ დიდი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ჩამოყალიბებაში, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შემდგომ, რომლის დროსაც იხოცებოდდნენ ებრაელები, ჰომოსექსუალები, უნარშეზღუდული ადამიანები, წარმოიშვა ერთგვარი პროტესტი ადამიანის უფლებათა სტანდარტების არსებობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ადამიანის უფლებების ზოგად მიმოხილვას, მისი უმთავრესი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *