5 ნიშანი იმისა, რომ D ვიტამინის სერიოზული დეფიციტი გაქვთ!

- ვიტამინი D3 არის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინი, რომელსაც ვიღებთ მზის სხივების კანზე მოხვედრის, ან გარკვეული პროდუქტების მირთმევით.
ამ ვიტამინის დეფიციტი არის ძალიან საშიში და სიმპტომები კი შემდეგია!
- დეპრესია და უგუნებობა – სეზონური დეპრესია არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც გვამცნობს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა გვაქვთ. თუ გარშემო ყველაფერი კარგადაა, თუმცა თქვენ მაინც გაფუჭებული გაქვთ განწყობა, დროა, ანალიზი ჩაიტაროთ და სისხლში მისი შემცველობა განსაზღვროთ!
- დაღლილობა და უმადობა – ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს, უმადობა და უმიზეზო დაღლილობაა.
- უძილობა – უძილობა, ძილის დარღვევები, გაღვიძების შემდეგ გამოუძინებლობის შეგრძნება! ეს ერთ-ერთი ნიშანია.
- ზურგისა და ძვლების ტკივილი – ვიტამინი D3 ეხმარება ძვლებს სიმტკიცეში და აიოლებს კალციუმის შეწოვას. სისხლში ვიტამინ D3 ის არაადეკვატური შემცველობა იწვევს ამ ორ უკანასკნელ და საშინლად შემაწუხებელ პრობლემას!
- ინფექციების, ჭრილობებისა და ანთებითი კერების ხანგრძლივი დროით გაჭიანურება – ეს ვიტამინი პასუხს აგებს იმაზეც, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებული ანთებითი კერები ჩააქროს და ამავე დროს, პრევენციაც მოახდინოს, თუმცა თუ მისი დეფიციტი გაქვთ, ზემოთ ნახსენებ ნიშნებთან ერთად, ეს 3 რაღაცაც ნაცნობი იქნება თქვენთვის!