31/03/2021

დაიხურება თუ არა სკოლები რეგიონებში, სადაც წერტილოვანი შეზღუდვები იქნება – განათლების სამინისტროს განმარტება

  • აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები შეეხება იმ სოფლებს, სადაც შემთხვევების მატებაა.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც“ გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *