31/03/2021

გაზაფხულის ტრილოგია

ხანდახან სიკვდილი, სიკვდილზე მეტია,

ფიქრები ფიქრებით ფიქრამდე მიდის,

 ჰორიზონტს იქეთ რომ სულ სხვა ფერია

გაფრენის სურვილი მაგიჟებს მგონი,

 საათის ისარი თანაბრად წიკწიკებს,

წიკწიკებს წიკწიკით დრო სადღაც მიდის.

 ვირბინოთ ვერ ვასწრებთ დროის ამ აღმასვლას,

არ გვინდობს, არ უნდა გადავრჩეთ მგონი

წვიმის წვეთს მოვუსმენ თუ როგორ წკაპუნობს

ფანჯარას ჩაყვება ირიბი ზოლით.

ღრუბლები, რომლებიც გაზაფხულს ატირებს

 და გაზაფხულით სიცოცხლე მოდის.

 გადარჩა, გადარჩა, გადარჩა ფიქრები.

 ვუყურებ, ვიღიმი და მგონი ვგიჟდები,

 გაზაფხულს აყვავდა ისევ ნუში

 და ვფიქრდები, ფიქრებით სადღაც შორს წავედი.

ავტორი: დ. ღ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *