30/03/2021

ჩხორიის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა

  • დღეს, სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკო-კლუბელებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ეკო-კლუბის წევრების ინიციატივით, სკოლაში  გამწვანების აქცია ჩატარდა.

„აქციაში ჩაერთვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები: თიკო და თაკო გოგოხიები, ნინო ჯინჯოლავა, ნინო კუხალეიშვილი, სოფი არდია, ირაკლი ძიგუა, მარიამ გობეჩია და საბა არდია.

მოსწავლეებმა თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთიდან მოიტანეს სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე თუ ხეხილის ნერგები და გაალამაზეს სკოლის ეზო. ასევე, შექმნეს პოსტერები, ნახატები.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობასა და მის დაცვაზე; გაცნობიერება იმისა, რომ ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ხოლო სუფთა ჰაერი ჯანმრთელობის საწინდარია და თითოეული ადამიანის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს და დაიცვას თავისი ქვეყნის ბუნებრივი საგანძური.

აქცია ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით“, – ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *