30/03/2021

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა იწურება

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ისინი გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. ცენტრი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *