29/03/2021

გალერეა: მინიმალისტური მარველი

ამ პოსტში ერთადაა შეკრებილი მაკედონიელი მედია არტისტის, გრაფიკული დიზაინერისა და ილუსტრატორის მარკო მანევის (Marko Manev) პროფესიონალური არტი – მარველის სამყაროს პერსონაჟების მინიმალისტური ილუსტრაციები. მანევმა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა სახვითი ხელოვნება, დღეს მოღვაწეობს სხვადასხვა კულტურულ პროექტებში, მათ შორის პოპ-არტში და კომიქსებში, ილუსტრირებული აქვს რამდენიმე მცირე კომიქსი. ქმნის ფილმების პოსტერებისა და პოპკულტურის სხვადასხვა სფეროს პრინტებს. ასე რომ თქვენ წინაშეა, პროფესიონალურ-მინიმალისტური თვალით დანახული და 50 ვინტაჟურ პოსტერში გადმოცემული მარველის საოცარი სამყარო. ბლოგზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ მარველისა და DC-ის პერსონაჟების სხვა მინიმალისტური გალერეაც.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *