28/03/2021

Facebook-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის დანერგვა შეამცირებს მოგზაურობის მოთხოვნილებებს

  • Facebook-ის დამფუძნებელმა გააზიარა თავისი ხედვა ვირტუალური და შერეული რეალობის ტექნოლოგიების განვითარების შესახებ შემდეგი ათი წლის განმავლობაში. ამ ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვან შედეგად იგი მიიჩნევს საქმიანი და დასასვენებელი მოგზაურობის რაოდენობის შემცირებას, რამაც გარემოზე სასარგებლო გავლენა უნდა იქონიოს.

მარკ ცუკერბერგმა The Information-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შერეული და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა გადაჭრის კლიმატის გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ამოცანას. თუ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ვირტუალური რეალობის ჰედსეტი პლანეტის რომელიმე კუთხეში “ტელეპორტაციისთვის”, მაშინ საქმიანი მგზავრობისა და მოგზაურობის საჭიროება შემცირდება, რაც შეამცირებს მგზავრობებს სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით, ეს კი სასარგებლო გავლენას მოახდენს გარემოზე და ხალხს დიდ დროს დაუზოგავს.

ცუკერბერგის თქმით, ბევრ თანამშრომელსაც არ მოუწევს ფიზიკური გადაადგილება – საკმარისი იქნება ოფისში „გადასვლა“ ვირტუალურად შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით. ამგვარი რამ განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც სამსახურისგან შორ მანძილზე ცხოვრობენ. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები პირველ რიგში ჯერ ვირტუალური რეალობისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ეტაპს გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაკავდებიან შერეული რეალობით. იგი ორივე ტექნოლოგიას უწოდებს “ერთი და იმავე მედლის ორ მხარეს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *