28/03/2021

ქართველი და რუმინელი მორაგბეების დაპირისპირების პირველი ნახევარი დასრულდა

  • ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ მართავენ. შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების უპირატესობით, ანგარიშით 13-7 დასრულდა.

ქართველებმა პირველი საჯარიმო ლელო მე-9 წუთზე მიითვალეს. თამაშის მე-18 წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმამ საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 10-0 გახდა. რამდენიმე წუთში, რუმინეთის ლელომ და ზუსტმა გარდასახვამ ახალი ანგარიში, 10-7 ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრის პირველი ნახევრის დასასრულს გვიანი ბოჭვისთვის გაიცა სანქცია, აბჟანდაძემ შანსი არ გაუშვა და პირველი ნახევარი ანგარიშით 13-7 დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *