28/03/2021

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩში საჯარიმო ლელო მოიპოვეს

  • ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ მართავენ. ქართველებმა საჯარიმო ლელო მე-9 წუთზე მოიპოვეს.

თამაშს სამმაგი დატვირთვა აქვს. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

1 thought on “საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩში საჯარიმო ლელო მოიპოვეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *