28/03/2021

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა და ესპანეთს გოლი გაუტანა

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან შეხვედრაში დაწინაურდა. 43-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების უპირატესობით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. გოლამდე, ორი ყვითელი ბარათი ესპანეთმა დაიმსახურა, ერთი – საქართველომ.

შეხვედრას „დინამო არენა“ მასპინძლობს.

ჯვაროსნები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, შვედებთან სტუმრად, ანგარიშით 1-0 დამარცხდნენ. ხოლო ესპანელებმა შინ ბერძნებთან, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ. აქედან ორჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, ხოლო ერთხელ „ჯვაროსნებმა”, 2016 წელს, თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გატანილი გოლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *