28/03/2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

  • საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ესპანეთთან ჩაატარა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. 44-ე წუთზე ესპანელების კარში ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მესამე დამატებით წუთზე კი სტუმრებმა წინ გასვლა შეძლეს.

მატჩს კოვიდრეგულაციების დაცვით, გულშემატკივრების 30% დაესწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *