28/03/2021

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო

  • ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ მართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებენ ჩემპიონობას.

მაყურებელს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობს.

თამაშს სამმაგი დატვირთვა აქვს. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

საზიარო, „ანთიმოზ ივერიელის თასი“, მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება. თასი ბორჯღალოსნებმა 13-ჯერ მოიგეს, რუმინელებმა კი 6-ჯერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *