28/03/2021

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 მარტს საქართველოში ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *