28/03/2021

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 612 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 612 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის 125.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 10 590 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი, 2 759 432-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 41 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა არიან, მესამეზე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *