28/03/2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის N1 და მე-12 საჯარო სკოლებში, მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

პროექტით გათვალისწინებულია სკოლების სრული რეაბილიტაცია, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობა.

ზუგდიდში 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში კი ოქტომბრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *