27/03/2021

სტუდენტებს მობილობისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – ვის ეხება ბრძანება

  • სტუდენტთა მობილობის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, ზოგიერთ სტუდენტს, რომელსაც მობილობით სხვა უნივერისტეტში გადასვლა სურს ეროვნული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ცვლილება ბრძანებაში – „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაამტკიცა.

ბრძანებით, მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას, ხოლო თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს: იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებებია:

„1. მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას  და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგანი/საგნები.

2. თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა)  იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში.

4. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა/ქულები, შესაბამისი საგნის/საგნების მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“.

იხილეთ ბრძანება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *