26/03/2021

სკოლებში საზედამხედველო კონტროლი გამკაცრებულია – განათლების სამინისტროს ინფორმაცია

  • სკოლებში სანიტარიის დასაცავად საზედამხედველო კონტროლი გამკაცრებულია – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.

„სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა

წყარო: etaloni.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *