26/03/2021

სკოლები იხურება? – კომენტარი ჯანდაცვის მინისტრისგან

  • ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფიცირების ლოკალური შემთხვევა იმგვარად უნდა იმართოს, რომ ყველაზე ბოლოს გახდეს საჭირო სკოლების დახურვა.

„სკოლებთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი ბავშვების განათლება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ლოკალურად ისე იმართოს თითოეული შემთხვევა, რომ სკოლების დახურვა ყველაზე ბოლო ეტაპზე გახდეს საჭირო, რათ ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება დაამთავრონ ეს სემესტრი ჩვეულ რეჟიმში განათლების მიღებით“, – აცხადებს ტიკარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *