22/03/2021

ცნობილია, როდის გამართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეს

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეს ონლაინ ფორმატში 24 მარტს გამართავს. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან დაინტერესებულებს ასევე შეახსენა, რომ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 10 დღე დარჩა

„გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე 10 დღე რჩება. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, რომ ეს პროცესი არ მიიყვანონ ბოლო დღეებამდე. მოგეხსენებათ, თუ აბიტურიენტები არ დარეგისტრირდებიან 31 მარტის 18:00 საათამდე, რეგისტრაციის მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადავლენ და, შესაბამისად, გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 მარტს გვექნება ონლაინ ღია კარის დღე ყველა აბიტურიენტისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია იქნება“, – აღნიშნა გორგოძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *