21/03/2021

UPERFECT X — ინოვაციური პორტატული მონიტორი, სენსორით და კლავიატურით

  • თქვენთვის რომელი უფრო კომფორტულია, კლავიატურის გამოყენება თუ სენსორული ეკრანის? ერთი შეხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხი ორგვარია, მაგრამ არსებობს მესამეც — ორივე.

ამისთვის არსებობს UPERFECT X — მონიტორი, რომლის გამოყენება, როგორც კლასიკური ლეპტოპის ისე შეგიძლიათ და თან სენსორული ეკრანიც აქვს. დიახ, მას აქვს კლავიატურა, სენსორული ეკრანი და მძლავრი ბატარეა.

ინოვაციურ მონიტორს 2 მილიონი პიქსელის მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, მისი რეზოლუცია ხარისხიანი და სუფთაა. მოწყობილობა მოქნილია, შეგიძლიათ გაშალოთ და მისი კლავიატურა გამოიყენოთ, პარალელურად კი სენსორული ეკრანიც იხმაროთ. წარმოიდგინეთ, როდესაც კლავიატურით რაღაცას წერთ, მაგრამ როდესაც კონკრეტული ფაილის გახსნა გსურთ, მონიტორზე მას თითით ეხებით.

მეტიც, მონიტორის ბატარეა იმდენად მძლავრია, რომ მისი დამტენად გამოყენება შეგიძლიათ. მასზე დაერთებულ სმარტფონს მალევე დატენით და ეს ისე, რომ სმარტფონით ვიდეოთამაშების ჩართვაც შეგეძლებათ.

მულტისენსორულობის გარდა, მონიტორის დაკავშირება თითქმის ყველაფერთანაა შესაძლებელი, იქნება ეს სმარტფონი, კომპიუტერი, კონსოლი თუ სხვა.

და ბოლოს, პორტატული მონიტორის შეძენა უკვე შეგიძლიათ. მისი ღირებულება, დაახლოებით 350 დოლარის ფარგლებშია, რაც ბიუჯეტური ლეპტოპის ფასია.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.

წყარო: Interesting Engineering

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *