21/03/2021

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

  • 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე 1993 წლის 21 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.

ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტებს უმასპინძლებენ. ჟურნალისტებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიებაზე სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ჟურნალისტები არიან მიწვეულები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *